Saturday, June 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,, პო­ლი­ცი­ამ როცა გა­ი­გო, ვისი შვი­ლი იყო ანა გუ­და­ვა, მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე”- ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას პასუხობს

March 13, 2024
,, პო­ლი­ცი­ამ როცა გა­ი­გო, ვისი შვი­ლი იყო ანა გუ­და­ვა, მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე”- ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას პასუხობს

1-ელ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარდაცვლილი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის და- მაგდა ბარ­და­ვე­ლი­ძე აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სს თამარ გუდავას ეპასუხება.

გარდაცვლილის და AMBEBI.GE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თამარ გუდავას საჯარო პოსტი ტყუილია.
მართალია, ანა გუდავამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა, ის ცუდად არ ყოფილა. მეტიც, მეზობლები იხსენებენ, რომ ბრალდებული გუდავა ბარ­და­ვე­ლი­ძის გარდაცვალების შემდეგ, სკამზე იჯდა და სიგარეტს ურეაქციოდ ეწეოდა.
მაგდა ბარდაველიძე ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ანა გუდავამ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომელშიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება თერჯოლაში სწორედ მან ჩაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაკავებული გოგოს დედამ, მაღალჩინოსანმა თამარ გუდავამ საჯარო პოსტი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ამოღებული 70 გრამი ნარკოტიკული საშუალება მის შვილს არ ეკუთვნოდა.

,,კი, ანამ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, ეს მარ­თა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი – სიც­რუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვი­ლი ნარ­კო­მა­ნი და ბა­რი­გა იყოო? ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და საქ­მე ისე შე­კე­რა, რო­გორც აწყობს. პო­ლი­ცი­ამ როცა გა­ი­გო, ვისი შვი­ლი იყო ანა გუ­და­ვა, მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რისი უფ­ლე­ბაც არ მი­ვე­ცით. ანა გუ­და­ვამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ, ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რა, რომ მან ჩა­მო­ი­ტა­ნა თერ­ჯო­ლა­ში წა­მა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მისი იყო. ამ ქალ­ბა­ტონს არ რცხვე­ნია? ახლა გა­ახ­სენ­და მისი შვი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლი რომ ჰყავ­და და სას­ტუმ­რო­დან-სას­ტუმ­რო­ში რომ დარ­ბო­და? რეს­ტორ­ნებ­ში მუ­შა­ობ­და გოგო, თავი რომ გა­ე­ტა­ნა და ახლა გა­ახ­სენ­და?

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რო­მაა და რომ გახ­მა­ურ­და ეს ამ­ბა­ვი, არ უნდა მისი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე გა­მო­იყ­ვა­ნოს. გოგო მა­მა­მაც მი­ა­ტო­ვა და დე­და­მაც, ხან სად იყო და ხან – სად. ახლა გა­ახ­სენ­და მის შვილს დახ­მა­რე­ბა რომ სჭირ­დე­ბა? როცა მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და, მა­შინ რა­ტომ არ და­უდ­გა გვერ­დით? ანა გა­მო­ვა ცი­ხი­დან და ჩემი ძმის მსგავ­სად ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ის ნარ­კო­ტი­კი ჩემი ძმის არ ყო­ფი­ლა, აჩი­კოს სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ ჰქონ­და, სა­ი­დან იყი­და, ან ვინ მის­ცემ­და, სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და და დე­დას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, თავი რომ გა­ე­ტა­ნა, ვინ ან­დობ­და ამ­დენ წა­მალს? ანა 1-ლ მარტს ჩა­მო­ვი­და ჩვენ­თან და 2-ში ჩემი ძმა ლო­გინ­ში იყო მკვდა­რი. დე­და­მის­მა ის თქვას, ანა გუ­და­ვამ მკვდარს რომ უღო სუ­რა­თე­ბი, მე­გობ­რებს რომ ურე­კა, მიშ­ვე­ლე­თო.

მის ჩვე­ნე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წე­რია. ვინც ანა ჩემს სახ­ლში ნახა, მისი ქცე­ვე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. სკამ­ზე იჯდა და სი­გა­რეტს აბო­ლებ­და, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­დაო, – მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. ის არც ცუ­დად ყო­ფი­ლა, რო­გორც დედა ამ­ბობს. სას­წრა­ფომ თქვა, 1 სა­ა­თის გარ­დაც­ვლი­ლია ეს ბი­ჭიო. ამ გო­გოს უნ­დო­და გა­უხ­მა­უ­რებ­ლად თვი­თონ გა­მო­ე­ყა­ვა­ნა აჩი­კო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ამი­ტომ და­რე­კა სას­წრა­ფო­ში გვი­ან. ჩემი ძმის ლო­გი­ნი მთლად სვე­ლი იყო, იმ­დე­ნი წყა­ლი უს­ხია მის­თვის, სა­ხე­შიც ნარ­ტყა­მი ჰქონ­და… როცა მიხ­ვდა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მო­იყ­ვან­და, მერე და­რე­კა სას­წრა­ფო­ში, სას­წრა­ფო­მაც და­აგ­ვი­ა­ნა, თურ­მე. როცა ცუ­დად გახ­და, ანას მა­შინ­ვე რომ და­ე­რე­კა, ან ვი­ღა­ცის­თვის ეთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო აჩი­კო, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა.

ამ გო­გოს არა­ვინ ვიც­ნობ­დით, ამ ამ­ბის მერე გა­ვი­გეთ მას­ზე. და­ვი­ჯე­რო, დე­და­მის­მა არ იცო­და მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი? თუმ­ცა არც ერთ მშო­ბელს მას­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია და რო­გორ? აჩი­კოს­თვის მა­ნამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, ამას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. ბევ­რი კი­თხვა მაქვს ანას­თა­ნაც და გა­მო­ძი­ე­ბას­თა­ნაც, მაგ­რამ ახ­ლოს არ მი­კა­რე­ბენ. უნ­დათ, ამ გო­გოს შე­უმ­სუ­ბუ­ქონ მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­თი საქ­მე­ე­ბი მი­უჩ­ქმა­ლი­ათ? ანა ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს წერს, რა და რო­გორ ჩა­მო­ი­ტა­ნა ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ ის არ ასა­ხე­ლებს, ვინ მის­ცა წა­მა­ლი. ახლა გა­მო­უშ­ვე­ბენ და ჩემი ძმის­ნა­ირს კი­დევ ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ნეტა ჩემი ძმა იყოს უკა­ნას­კნე­ლი, ვინც ნარ­კო­ტი­კით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ამის იმე­დი არ მაქვს, დიდი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ზე. ჩემს სა­ცო­დავ ძმას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა და მკვდარს ახო­ცა­ვენ ხე­ლებს, რო­გორ უნდა გა­ი­ხა­რონ დე­და­ჩე­მის ცოდ­ვით?“-, ამბობს მაგდა ბარ­და­ვე­ლი­ძე AMBEBI.GE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე ავარია მოხდა
  • 🎥სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს – ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge