“მამა გაბრიელი ილია მეორეს მუდმივად ლანძღავდა” – ამის შესახებ სიციალურ ქსელში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი წერს.
“არ არსებობს არავითარი დოკუმენტური წყარო, რომელიც დაადასტურებს, რომ მამა გაბრიელი ილია მეორეს პატივისცემით იხსენიებდა. პირიქით, სინამდვილეში იგი მას მუდმივად ლანძღავდა, არტისტულად “დასცინოდა” (ამხელდა) და გულგრილად ეკიდებოდა. ამის შესახებ 2006 წელს თავად ილია მეორის ოჯახისწევრებმა – კონკრეტულად კი მიტროპოლიტ დიმიტრის დამ ისაუბრა ჩვენი თანდასწრებით მცხეთაში, იმ ადგილას, სადაც მეუფე დიმიტრის ძმის – გოგი შიოლაშვილის სახლი მონასტრად გადააკეთეს და, იქ წინამძღვრად დაადგინეს ჩემი სემინარიელი ჯგუფელი – არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი), რომელსაც მე მშენებლობისას უსასყიდლოდ ვეხმარებოდი. როცა მე ვკითხე ქალბატონ შიოლაშვილს თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მამა გაბრიელს პატრიარქისადმი, მან მიპასუხა, რომ “სამწუხაროდ, ურჩი, უდიერი, უპატივცემულო და უხეშიო…” და არაერთი “უსიამოვნო” ისტორიაც დააყოლა თხრობისას ამ განწყობის წარმოსაჩენად!..
დღეს, ბრენდად იქცა მამა გაბრიელის სახელი, შემოსავლიანი და კომერციულად მომგებიანია მისი სახელით ნებისმიერი ფეიქ-წინადადების გამოგონება-გავრცელება, რასაც ოსტატურად ახერხებენ ეგოისტი ფანატიკოსები და მიზანმიმართული აპოლოგეტები კაგებეშნიკ ილია მეორისა. ამ მხრივ განსაკუთრებით კომიკურები და გამორჩეულები არიან ჯინორია, გიორგი ასათიანი, დავით გიორგობიანი, ოთარ ნიკოლაიშვილი, მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და სხვ. რომელთაც ვერა და ვერ ამოწურეს “მამა გაბრიელზე მოგონებები” და ყოველ წელს ახალ-ახალ ექსკლუზიურ “სწავლებებს” ბეჭდავენ მის სახელზე. თავად ეს ფაქტიც იმაზე მიანიშნებს, რომ ვირეშმაკობასთან, დედაბრულ სიზმართ-მეზღაპრეობასთან და ხელოვნურად შექმნილ წარმოდგენებთან გვაქვს საქმე, რომელსაც ეს ანტიქრისტიანი ბნელები ტირაჟირებენ და საზოგადოებაში მითოლოგიურ სიცრუეს აფრქვევენ…”