გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც მოზარდი სიმღერის შესრულეის დროს წაიქცა, თუმცა მას ყურადღება არავინ მიაქცია.
“ის შემზარავი სცენა, რაც დღეს ვიხილეთ, ძალიან ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას”- წერს ხუხაშვილი.
დღეს ბავშვის ბებიამ, ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია.
