დეკანოზი ილია ჭიღრაძე ზარზმის ისტორიული მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძესთან დაკავშირებით შემაშფოთებელ ინფომაციას ავრცელებს.
როგორც დეკანოზი ცოსიალურ ქსელში წერს, არქიმანდრიტმა ნიკოლოზ გეწაძემ ადიგენში მოქალაქეებზე იძალადა.
“ზარზმის ისტორიული მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზ გეწაძემ დღეს სახალხოდ და პოლიციის თანდასწრებით ადიგენში აგინა მოქალაქეს, დაემუქრა ცემით და დაინვალიდებით! მირეკა ჯოგი მუსლიმების საცემად! მხოლოდ იმის გამო რომ ამ მოქალაქის სახლში აჭარელი მუსლიმები იკრობებიან სალოცავად! ასევე ეჯაჯგურა პოლიციელს, რომელიც მოქალაქეს გადაეფარა! ესაა დღეს ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია.
დავაფურთხე თქვენს ფსევდო ქრისტიანობას საპატრიარქოვ და პირადად თეოდორე ჭუაძევ, სამცხის მიტროპოლიტო, რომ ეს ახვარი კრიმინალი გიზის წმ. სერაპიონ ზარზმელის ადგილზე და ბილწავ ქრისტიანობას, მონაზვნობას, სამონასტრო ცხოვრებას!
ინტერვიუში აჭარის მუფტმა განაცხადა რომ არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე იარაღით დადისო! არქიმანდრიტ ნიკოლოზის დღევანდელი კრიმინალური ქუჩური საჯარო ქცევით ეს ფაქტი სავსებით დასტურდება!
თანადგომას ვუცხადებ აჭარელ მუსლიმთა თემს და მოვითხოვ მათი შეკრების და ღვთისმსახურების უფლების დაცვას საქართველოს ქოც ხელისუფალთაგან!
გარეწარი არქიბანდიტი “მამა” ნიკოლოზ გეწაძე გეწაძე კი განკვეთოს საპატრიარქომ მისი ამ ქცევების გამო, თანახმად დიდი სჯულის კანონისა!!!”– წერს ილია ჭიღრაძე.