,,ჯაბა იოსელიანთან ერთად უნდა ჩამარხონ ეს ბოროტი დემონი”,- ამ აღწერით დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ვიდეოს აზიარებს.
ვიდეოზე საქართველოს პატრიარქი ჯაბა იოსელიანს ლოცავს: ,,ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს”.
ცნობისთვის, პატრიარქის ქადაგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდზე, ჯაბა იოსელიანმა ხალხის დახვრეტის ბრძანება გასცა. ორი თებერვლის ღამეს 23 მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილე ემსხვერპლა, 73 კი დაიჭრა.