მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე წერს:
როგორ ბედავს და ზურაბ ადეიშვილზე საუბრობს ოცნება ახლა, როდესაც მან ამდენი წელი არაფერი გააკეთა მის გადმოსაცემად. მეტიც, ალბათ ქრთამებიც კი აიღეს ვიღაც-ვიღაცებმა რომ მას და სხვებს ეგრე ენავარდად. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი, რატომ მოხდა ეს! – წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა, სადაც გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრები გამართა. მომხდარს „ქართული ოცნების“ პროტესტი მოჰყვა. „ასეთი ფაქტები უწყობს ხელს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.