განსაკუთრებით დიდი ასტეროიდი 2001 FO32, 21 მარტს ძალიან ახლოს ჩაუვლის დედამიწას, რასაც პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს. შესაძლოა, დასაწყისმა ცოტა აგაღელვათ, მაგრამ დამშვიდდით – ეს სრულიად უსაფრთხო იქნება როგორც დედამიწის, ისე ჩვენი თანამგზავრებისთვის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენს პლანეტას კიდევ ერთი ასტეროიდი, სახელწოდებით 2021 EQ3, უფრო ახლოს იქნება დედამიწასთან, ვიდრე ჩვენი “მარტოხელა ბუნებრივი თანამგზავრი”.
ცის კვლევებისა და სხვა ტელესკოპების დაკვირვებით, საშუალოდ, ყოველ რამდენიმე დღეში, “კოსმოსური ქვა” ბევრად ახლოს მოძრაობს დედამიწასთან, ვიდრე მთვარე. ამ ასტეროიდების უმეტესობა რამდენიმე მეტრის სიგრძისაა, რაც, ალბათ, ავტობუსის ზომას აღემატება. 2021 EQ3-ს მასშტაბი კი დაახლოებით, პატარა ბინის შენობას უტოლდება. ეს მას სიდიდით მეორე ობიექტად აქცევს, რომელიც 2021 წელს ძალიან ახლოს მოვა ჩვენს პლანეტასთან.
ზემოთხსენებული ასტეროიდი განსხვავდება 2001 FO32-სგან, რომელიც აბსოლუტური ურჩხულისა და ყველაზე სწრაფი ასტეროიდის სახელითაც არის ცნობილი. მისი დიამეტრი, დაახლოებით, ერთი მილია. როგორც უკვე გითხარით, 21 მარტს ისიც ჩაუვლის დედამიწას, თუმცა მთვარეზე ხუთჯერ უფრო შორი მანძილით.
ასტეროიდის სიდიდიდან გამომდინარე მისი თვალყურის დევნება საკმაოდ ადვილი იქნება და ვირტუალური ტელესკოპის პროექტის მეშვეობით, რომელიც რომშია განთავსებული, მთელი მსოფლიოდან შევძლებთ ამ მოვლენის ნახვას.