Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობა სავარაუდოდ ქართველმა ბიზნესმენმა შეუკვეთა – საქმის უცნობი დეტალები

October 14, 2019
35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობა სავარაუდოდ ქართველმა ბიზნესმენმა შეუკვეთა – საქმის უცნობი დეტალები

დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალეკო კობაიძე ამბობს, რომ რუსთავში მოკლული დავით მუმლაძის მკვლელობა ქართველმა ბიზნესმენმა შეუკვეთა. მისი ინფორმაციით, მუმლაძე აღნიშნულ ბიზნესმენს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდგომაც ბიზნესმენმა 35 წლის მამაკაცის ლიკვიდაცია განიზრახა.

“აღნიშნულ საქმეს ჰყავს შემკვეთი. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ ეს მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არ მომხდარა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, აწ გარდაცვლილი იყო კონფლიქტში ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საკმაოდ გავლენიანი პირია. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი ფიზიკურად გაუსწორდა აღნიშნულ ბიზნესმენს და ამის შემდგომ ბიზნესმენმა გადაწყვიტა შური ეძია. ამის თვითმხილველებიც არსებობენ. სწორედ მის მიერ მოხდა შეკვეთა და შემდეგ უკვე შესრულება იმ ფორმით, რა ფორმითაც შესრულდა”, – აცხადებს “ინფო რუსთავთან” ალეკო კობაიძე.

ადვოკატმა ხსენებული ბიზნესმენის ვინაობის გაჟღერებისგან გადაცემაში თავი შეიკავა. როგორც მან აღნიშნა, არ სურს გამოძიებას ხელი შეუშალოს, თუმცა ფიქრობს, რომ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების მხრიდან განმარტებები ძალიან მალე გაკეთდება. გეთაშვილის უფლებადამცველმა ისაუბრა მკვლელობასთან დაკავშირებით თავდაპირველად გავრცელებულ ვერსიაზეც, რომლის თანახმადაც, მუმლაძის მოკვლა ესპანეთში დაიგეგმა და თქვა, რომ აღნიშნული ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, კობაიძემ გადაცემაში საქმესთან დაკავშირებით გაუხმაურებელი კიდევ ერთი დეტალი გააჟღერა. მისი თქმით, დავით მუმლაძე იგივე ზურა დადეშელი წამებით მოკლეს, როგორც კობაიძე საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი.

წყარო: inforustavi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დასკვნას ველოდებით“- ხაშურში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
  • 🎥”აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო”- თამუნა მდივანი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, მიმართვას ავრცელებს
  • 🎥”ძალიან სასტიკ რაღაცებს ვამბობ, სჯობს, ახლავე გამორთოთ, თუ ეს თემა მძიმეა” – მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge