კახეთში 13 წლის გოგოსა და 16 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც სოფელში ამბობენ, ისინი ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარნენ.
იორმუღანლოში მეორე დღეა ორ არასრულწლოვანს ეძებენ. მოზარდები 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს. ადგილზე ჰყვებიან, რომ 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი მეზობლები არიან და მათ ერთმანეთი უყვარდათ.
სოფელში ამბობენ, რომ ისინი ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარნენ. გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მათ შვილს გათხოვება არ უნდოდა და შესაძლოა ის მოიტაცეს.
ფაქტზე გამოძიება 143 -ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მომდინარეობს.
წყარო – ambebi.ge