Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ მაქვს სურ­ვი­ლი ხატიასთან ურ­თი­ერ­თო­ბის… ეს არის პირადულიც”– რატომ არ აქვს კონტაქტი ელისო ბოლქვაძეს ქართველ პიანისტთან

February 26, 2024
“არ მაქვს სურ­ვი­ლი ხატიასთან ურ­თი­ერ­თო­ბის… ეს არის პირადულიც”– რატომ არ აქვს კონტაქტი ელისო ბოლქვაძეს ქართველ პიანისტთან

წლე­ბია, ის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­ა­ნის­ტე­ბის სი­ა­შია. რო­გორც ირ­კვე­ვა, 36 წლის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პი­ა­ნის­ტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 3.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.
ხა­ტი­ას კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გვაქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის სულ რა­ღაც 6 წლის იყო, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი რომ გა­მარ­თა თბი­ლი­სის კა­მე­რულ ორ­კესტრთან ერ­თად, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გას­ტრო­ლო კა­რი­ე­რა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო.
პი­ა­ნის­ტი და ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტა­რი ელი­სო ბოლ­ქვა­ძე იხ­სე­ნებ­და: “ჩემი პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი. ახლა კონ­ტაქ­ტი არ მაქვს, მაგ­რამ მას მე ყო­ველ­თვის ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი. თუ რა­ტომ არ მაქვს კონ­ტაქ­ტი, ეს ისე­თი თე­მაა – პი­რა­დუ­ლიც და არა­პი­რა­დუ­ლიც. არ მაქვს სურ­ვი­ლი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის.
ეს იყო ბავ­შვი, რო­მე­ლიც მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და იყო ათი წლის. მი­შელ სონი, ჩემი მენ­ტო­რი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­დე­საც მთე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა და უბ­ნებ­ში სიბ­ნე­ლე იყო, სწო­რედ მა­შინ მი­ვიყ­ვა­ნე ათწლედ­ში მა­ესტრო და მა­შინ მო­უს­მი­ნა ბავ­შვებს და მათ შო­რის იყ­ვნენ ხა­ტია და მისი და… მან წა­იყ­ვა­ნა ავ­სტრი­ა­ში. ჩემი ხელ­შე­წყო­ბით მოხ­და, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი”,

ახ­ლა­ხანს ერთ-ერთ გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ­ში ხა­ტი­ას ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც პი­ა­ნის­ტი, დე­დო­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­სა და კა­რი­ე­რა­ზე სა­უბ­რობს. ის ამ­ბობს, რომ პა­რი­ზი კვლავ რჩე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში – და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. პი­ა­ნის­ტის შვი­ლი – შარ­ლო­ტა გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში და­ი­ბა­და.

“დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, დღეს ყვე­ლა­ფე­რი შარ­ლო­ტას სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. მე ფე­მი­ნის­ტი ვარ, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა რომ მინ­და, ვა­კე­თებ, მაგ­რამ არა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის ფა­სად. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, მე ისევ ვმარ­თავ კონ­ცერ­ტებს.
ეს კონ­ცერ­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და. ზო­გი­ერ­თის გა­უქ­მე­ბა მო­მი­წია, არ მინ­და, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს. შარ­ლო­ტას ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მის­თვის. მე ისევ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლად ვრჩე­ბი, ვინც წყვეტს, რა და რო­გორ სურს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ასე­ვე, მა­მა­კა­ცის აზ­რის­გან. პრი­ო­რი­ტე­ტი მხო­ლოდ შარ­ლო­ტაა”.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხა­ტი­ას და – გვან­ცა, რო­მე­ლიც ასე­ვე პი­ა­ნის­ტია, მისი მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს, დედა, სას­ცე­ნო ტან­საც­მელს კე­რავს, თუმ­ცა ხა­ტია ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ არი­ან მის გარ­შე­მო, არი­ან კი­დევ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ენ­დო­ბა:

“გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი – ჩვენ უფრო გახ­სნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი სტი­ლის­ტია, ჩემი და უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი: მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მძი­მე დრო – ოკუ­პა­ცია და ომი. დე­და­ჩე­მი არის მა­გა­ლი­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზეა. მან მაჩ­ვე­ნა, რო­გორ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალი…“

პი­ა­ნისტს ჰკი­თხეს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ კამ­პა­ნი­ა­ზე MeToo, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. კი­თხვა­ზე, თუ გა­ნუც­დია მსგავ­სი რამ, ამ­ბობს:

“არა, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­გე­ბით არა, მაგ­რამ ზო­გი­ერთ დი­რი­ჟორს, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი, ასე­თი რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და. ხან­და­ხან ვი­ღაც მე­უბ­ნე­ბო­და, – ფრთხი­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი! მათ ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სე­ბუ­რად, რაც ქმნი­და არა­ჯან­საღ და­ძა­ბუ­ლო­ბას. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ასეთ დი­რი­ჟო­რებ­თან აღარ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

კი­თხვა­ზე, – რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რეგ­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბის­თვის? – ხა­ტია ამ­ბობს, რომ ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ არა­სო­დეს უფიქ­რია ამა­ზე.

“არას­დროს მსურ­და კა­რი­ე­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს მხო­ლოდ მა­შინ მინ­დო­და, როცა პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­და…“

Cartier-ს ელ­ჩო­ბა­ზე…
“დიახ, ეს უჩ­ვე­უ­ლოა… როცა “კარ­ტი­ემ“ მთხო­ვა, რომ მათი სახე გავმხდა­რი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. რო­გორც ყვე­ლა პა­ტა­რა გო­გო­ნას, მეც მი­ფიქ­რია პრინ­ცე­სო­ბა­ზე, მაგ­რამ ამის­თვის პრინცზე უნდა დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მე მინ­დო­და თა­ვად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, 1990-იან წლებ­ში ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და ფული, ზოგ­ჯერ სახ­ლში ძა­ლი­ან ცოტა საჭ­მე­ლი იყო და მე დღეს ვარ “კარ­ტი­ეს” ელჩი. ჩემი ამ­ბა­ვი უნდა იყოს შთა­გო­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ნა­ხონ, რას შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ. მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი გზა გქონ­დეს და არ აკო­პი­რებ­დე სხვებს…“

ნა­წყვე­ტი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

– გა­წუ­ხებს, რო­დე­საც შენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ამ­დენს წე­რენ?

– არ ვკი­თხუ­ლობ, რას წე­რენ ჩემ­ზე. არ მინ­და, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვიყო სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რზე. არც ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ, მუ­სი­კა ცო­ცხა­ლია კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, ჩემს გრძნო­ბა­ში.

– თქვენ არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, უარი თქვით დი­რი­ჟორ ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, რად­გან ის რუ­სია…

– ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი არ არის პრობ­ლე­მა – ბევრ რუს მუ­სი­კოს­სა და დი­რი­ჟორ­თან და­მიკ­რავს, რუს კომ­პო­ზი­ტო­რებ­საც ვუკ­რავ. მაგ­რამ არ ვთა­ნამ­შრომ­ლობ დი­რი­ჟორ­თან, რო­მე­ლიც აგ­რე­სი­ულ პრო­პა­გან­დას ემ­ხრო­ბა. წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ იმის, რაც რუ­სეთ­მა 2008 წელს გა­ა­კე­თა და დღე­საც ვაპ­რო­ტეს­ტებ.
(წარ­სულ­ში, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათ დღე­ში, ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­მა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის თე­ატ­რის ორ­კესტრი ცხინ­ვალ­ში ჩა­იყ­ვა­ნა და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. – ავტ.)

2008 წელს ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და რუ­სეთ­ში უნდა და­მეკ­რა, მე უარი ვთქვი ხუთ­დღი­ა­ნი ომი­სა და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის გამო. ჩემი პრო­ტეს­ტი მა­შინ ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ადა­მი­ანს.
წყარო: ამბები.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“ – ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას
  • რატომ არ არის მიწვეული საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე? – გერმანიის ელჩის განმარტება
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge