Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე

February 26, 2024
ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე

“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” ცნობით, გარდაიცვალა ქართველი თეატრმცოდნისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ გურაბანიძე. ამის შესახებ უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბრწყინვალე ქართველი თეატრმცოდნისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ გურაბანიძის გარდაცვალების გამო.
ნოდარ გურაბანიძე, საქართველოს სათეატრო ხელოვნებისა და სათეატრო კრიტიკის პატრიარქი იყო. ის იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი. 90 წელს გადაცილებულიც ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ აზროვნებდა და წერდა. ბატონი ნოდარი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. არასდროს გულში ბოროტი არ გაუვლია, არავისთვის განზრახ ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, გვერდში ამოდგომოდა. ყველაზე მეტად დასაფასებელი კი ისაა, რომ ბატონ ნოდარს ახალგაზრდობა, მომავალი თაობა უყვარდა, აფასებდა, უხაროდა მათი პროფესიული წარმატებები.
არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, კვლევისა თუ რეცენზიის ავტორი ბატონი ნოდარი გახლდათ რუსთაველის პრემიის ლაურეატი (ტრილოგია “რეჟისორი რობერტ სტურუა”, “მიხეილ თუმანიშვილის თეატრი”, “ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე”), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (“სამყარო თეატრის თვალით”, 1998), ნომინაცია წლის საუკეთესო თეორიული ნაშრომის – ორგზის გამარჯვებული (“ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე”, “რეჟისორი გიზო ჟორდანია”).
სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა “ხელოვნების” დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნების”, შემდეგ “ხელოვნება” მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და უზარმაზარი წვლილი მიუძღვის თეატრმცოდნეთა არაერთი თაობის აღზრდაში.
ნოდარ გურაბანიძის ბოლო ნამუშევარი, ბრწყინვალე სამტომეული „სამყარო თეატრალის თვალით“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა 2017-2019 წლებში გამოსცა.
უნივერსიტეტის სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას.”-ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში უცხოელებისთვის სამუშაო უფლების მიღების წესი გამკაცრდება – რა იცვლება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ირან-ისრაელის ომმა საქართველოზე? – ანალიტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge