ქართველი მებრძოლი, მამუკა გაწერილია, მარიუპოლის მცველებს შორის იყო და “აზოვსტალი“ უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დატოვა და ტყვედ ჩაბარდა. მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას რუსებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გაწერილიას დედასთან, დალი ჩხეიძესთან, AMBEBI.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა.
” – ძალიან მეშინია, არ მომიკლან… ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ…” – ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი, 23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან
რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას დედა დახმარებას ითხოვს. შეგახსენებთ, 20 თებერვალს, რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 23 წლის ქართველს, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო და “აზოვსტალი“ უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დატოვა და ტყვედ ჩაჰბარდა. მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა. ამასთანავე, მოლაპარაკება და რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მამუკა სოხუმელია, უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, 2022 წელს კონტრაქტი გაწყვიტა, უკრაინაში გაემგზავრა და “უცხოურ ლეგიონს“ შეუერთდა.
უფრო მეტს მისი ბრძოლისა და ტყვეობის შესახებ, მამუკას დედა დალი ჩხეიძე გვიამბობს:
„ – ძალიან მეშინია, შვილი არ მომიკლან. 21 წლის იყო მამუკა, რუსები უკრაინაში რომ შეიჭრნენ, მიატოვა ყველაფერი და წავიდა. 13 მარტს უკვე უკრაინაში იყო. 31 მარტს ალყაშემორტყმულ ქალაქში – აზოვსტალში ვერტმფრენით ჩავიდა. ალბათ გახსოვთ, რუსებმა “აზოვსტალის” ქარხანას ალყა რომ დაარტყეს, რამდენჯერმე შეფრინდა ვერტმფრენი, უკრაინელების დასახმარებლად, მერე რუსებმა საჰაერო ცივრცე ჩაკეტეს. მამუკა იმ ბიჭებს შორისაა, რომლებიც ყველაზე ბოლოს ჩავიდნენ.
– ძალიან დიდ რისკზე წასულა, რა იყო მისი მოტივაცია?
– მისი მოტივაციაც და მოწოდებაც ადამიანების დახმარება იყო. ის ომში არავის მოსაკლავად არ წასულა, მოხუცები, ქალები და ბავშვები შეეცოდა. ძალიან თბილი, გულჩვილი ადამიანია. ომის დაწყების პირველ დღეებში გაშტერებული უყურებდა ტელევიზორს, ძალიან განიცდიდა ნაწამები და დახოცილი ქალებისა და ბავშვების გამო. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო. როგორ არ ვეხვეწე, რა არ მოვიმიზეზე, მაგრამ ვერაფერს გავხდი… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.