Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დიდი ვაჟკაცობა ვერ აპატიეს, არასოდეს მქონია მოლოდინი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ“ – არჩილ ტატუნაშვილის დედა

February 22, 2024
„დიდი ვაჟკაცობა ვერ აპატიეს, არასოდეს მქონია მოლოდინი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ“ – არჩილ ტატუნაშვილის დედა

საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი მებრძოლის, არჩილ ტატუნაშვილის, მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

დილიდან ძმათა სასაფლაოზე არჩლ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და სამხედროები იმყოფებიან.

„დიდი ვაჟკაცობა ვერ გაპატიეს, აჩიკო. როგორი სიხარულით ამოდიოდი ხოლმე აქ. ჩემი ადგილი აქ არისო, გენაცვალე. წინასწარ იცოდი, რომ აქ უნდა ყოფილიყავი სამუდამოდ.

მე მეტის მოლოდინი არასდროს არ მქონია, რომ დაისჯებოდა. ალბათ, არც დასჯიან არასდროს. ტერიტორია ოკუპირებულია და ისინი არ დასჯიან და თუ არ გადმოგვცეს აქეთ ვინ დასჯის. პირიქით, დააწინაურეს კიდეც. ხშირად დადიოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. რომ მოდიოდა ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან ხშირად დადიხარ-მეთქი შვილო და ასე მეტყოდა ხოლმე, ჩვენც დავიხოცებით და იქ რომ მივალთ, პირნათელი უნდა ვიყოთ იმ ბიჭებთან და შერცხვენილი არ უნდა ვიყოთო. ასეთი პატრიოტი ადამიანი იყო და ეს ვერ აპატიებს. სამშობლოს სიყვარული, ვაჟკაცობა ვერ აპატიეს. აიძულებდნენ, დროშაზე შემდგარიყო, მაგრამ არ შედგებოდა დროშაზე. საწოლთან ეკიდა დროშა და ისე ეძინა. იცოდა იმ დროშის ფასი. ჯარისკაცი იყო. სულით ხორცამდე ჯარისკაცი იყო. იმ პერიოდში არ მსახურობდა ჯარში, მაგრამ ყოველთვის მზად იყო სამშობლოს დასაცავად“, – თქვა არჩილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.

ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღრუბლიანობა, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge