Sunday, May 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მეცნიერება

ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშში წყალი და სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს

March 5, 2021
ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშში წყალი და სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტეროიდის ზედაპირიდან აღებულ და დედამიწაზე ჩამოტანილ ნიმუშებში წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტეროიდზე ის ორგანული მასალები იპოვეს, რომლებმაც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებისთვის საჭირო ქიმიური მასალების წარმოქმნა უზრუნველყო.

ნიმუშები იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხომალდმა „ჰაიაბუსამ“ ასტეროიდ იტოკავადან დედამიწაზე 2010 წელს ჩამოიტანა. ნიმუშებში აღმოჩნდა წყალი და ორგანული მასალები, რომლებიც ეკუთვნის ასტეროიდს, რომელიც დროთა განმავლობაში ქიმიურად თავადაც იცვლება.

როგორც კვლევა მიუთითებს, იტოკავა მილიარდობით წლის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, უცხო წყაროებიდან იერთებდა წყალსა და ორგანულ ნივთიერებებს, ზუსტად ისე, როგორც დედამიწა. ირკვევა, რომ დაახლოებით 1,3-1,4 მილიარდი წლის წინ, კატასტროფული დარტყმის შედეგად ასტეროიდი ძლიერ გადახურებულა, რამაც ის წყლისგან გამოაშრო და დაამსხვრია. მიუხედავად ამისა, ასტეროიდმა დამსხვრეული ფრაგმენტები კვლავ უკან მიიერთა და წყალიც ხელახლა მიიღო ნახშირბადით მდიდარი მეტეორიტების მტვრის მიერთების გზით.

კვლევა აჩვენებს, რომ იტოკავას მსგავსი S-ტიპის ასტეროიდები, საიდანაც იღებს სათავეს დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტთა უმეტესობა, სიცოცხლისათვის საჭირო ნედლეულ ინგრედიენტებს შეიცავს. ამ ასტეროიდის ანალიზი ცვლის ტრადიციულ მიდგომას დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რომელიც აქამდე დიდწილად ფოკუსირებული იყო ნახშირბადით მდიდარ C-ტიპის ასტეროიდებზე.

კითხვის გაგრძელება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
  • “ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში” – ზახაროვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge