Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

რომელი დაბალბიუჯეტიანი კომპანიები იფრენენ მარტის შუა რიცხვებიდან – თურნავამ სია წარადგინა

March 4, 2021
რომელი დაბალბიუჯეტიანი კომპანიები იფრენენ მარტის შუა რიცხვებიდან – თურნავამ სია წარადგინა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარტის შუა რიცხვებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით კვირაში სამჯერ შეასრულებს. თურნავას თქმით, ამას დაემატება, ასევე, ყაზახეთის ლოუკოსტერები Air Astana და FlyArystan.

მისივე თქმით, Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს აახლებს და ამ მომენტისათვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 რეისს შეასრულებს.

“მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთაისი-აბუდაბის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით”, — განაცხადა თურნავამ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენის სიხშირე გაზრადა. მაგალითად, თურქეთის ავიახაზებმა, რომელიც რეისს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებდა, ამ მომენტისათვის დღეში ორ რეისს ასრულებს.

“პეგასუსი კვირაში ფრენებს ასრულებდა მხოლოდ ორი სიხშირით, ამ მომენტისათვის ყოველდღიურად დაფრინავს. კატარის ავიახაზებიც ყოველდღიურ რეისებზე გადავიდა კვირაში 4 სიხშირით. დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში განხორციელდება, დაახლოებით, 70-მდე ფრენა, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა. გასული წლის აგვისტოში 10-12 ფრენა იყო კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შვიდჯერ იზრდება”, — ამბობს თურნავა.

მინისტრის თქმით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც გამოჩნდა. თურნავას განცხადებით, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს 19-22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით შეასრულებს.

თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა, კვირაში 2 სიხშირით განაახლა, flydubai-მ კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia-მ კვირაში 2 სიხშირით

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge