მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს.
მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე არაერთი მაშველი მუშაობს, თუმცა მანქანაში მყოფი ადამიანის [ან ადამიანების – ზუსტი რაოდენობა უნობია] პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა 15 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
ფოტო: პირველი არხი