პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მადლობა უამრავი წერილისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის….
ასეც ვიცოდი და არც არაფერია გასაკვირი…
არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით, ზურგიდან საუბრების საპასუხოდ-არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, არა და ქვის წერტილი…
ზოგიერთ ,,გონიერ” ადამიანს ვეტყვი, რომ დღეს ინგლისში ვარ, ქვეყნის დატოვება ჩემი მიზანი რომ იყოს, მარტო ეს დღე მეყოფოდა ინგლისმა დაჩქარენული წესით აქ ცხოვრების უფლება მომცეს…
პირიქით, ახლა უფრო გადაწყვეტილად ვბრუნდები და გადავდგამ უფრო დამაჯერებელ ნაბიჯებს!..“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინ სინოდალურმა კომისიამ, პატრიარქს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის, იგივე პეტრე კოლხისთვის, მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა.