Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მამიკო, მოგივლით ზეცაში, ანგელოზებო…“ – შოთო სიხარულიძის უმძიმესი პოსტი

February 12, 2024
„მამიკო, მოგივლით ზეცაში, ანგელოზებო…“ – შოთო სიხარულიძის უმძიმესი პოსტი

ბლოგერი შოთო სიხარულიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მეწყერმა მამა და სამი შვილი იმსხვერპლა.

„მამიკო მიგივლით ზეცაში ანგელოზებო…
ყველა დამეთანხმება რომ საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს ბაღდათს… თითქოს წამებში შეიცვალა ყველაფერი და მხიარული, ფერადი, თბილი და მოსიყვარულე ბაღდათი გადაიქცა მწუხარებით სავსე ნაცრისფერ ქალაქად, სადაც 7 თებერვლის მერე არავინ იღიმის…
7 თებერვლის შემზარავმა ღამემ წაგვართვა ანგელიზები, წყაროს თვალივით კამკამა, სუფთა სულისა და უაღრესად კეთილშობილი ახალგაზრდები სათნო გულის ბავშვები💔💔💔
ჭრილობაზე რომ მარილს მოგაყრის, ისეთი ისეთი ამბავია… ღმერთო ეს რა დაგვმართე, ეს როგორი გოგო-ბიჭი წაგვართვი, ეს როგორი თბილი და ტკბილი ოჯახები დაადუმე, თანაც როგორ შემზარავად, ზათქითა და გრიალით. ვერაფრით მოვსულვართ გონს!!!
მე განა მეწყერსა ვჩივი,
ხალხსა ვტირი დამარხულსა,
ქარს და ავდარს კი არ ვჩივი,
ხალხსა ვტირი დაკარგულსა,
ზამთარი რომ დამთავრდება,
რით წარვუდგე გაზაფხულსა,
ყვავილი ვის მოვუწყვიტო,
არვინ ჩაიკონებს გულსა.
საქართველოში 7 თებერვალი დგებოდა.. ცა საავდრო ღრუბელებით იყო დაფარული და ერთი ვარსკვლავიც კი არსად ჩანდა.. ნერგეეთში უჩვეულოდ ძლიერი ქარი ქროდა და წვიმის სქელი წვეთები გამალებით ეხეთქებოდა ხის ფანჯრებს, ფანჯრის ჩარჩო უკვე ისეთი სველი იყო მთელი დღის გადაუღებელი წვიმის შემდეგ, თითი რომ დაგეკარებინათ შეიძლება გარედ გავადრდინილიყო..
მაგრამ მთავარია რომ ფანჯრების მიღმა, სახლში არ ციოდა, დიდ ოთახში შეშის ღუმელი გიზგიზებდა, სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე სანთელი ენთო ერთდროულად. ამ სახლში მამა ცხოვრობდა თავის ვაჟთან და ტყუპ გოგონებთან ერთად. გოგონებს სანთლები განსაკუთრებით უყვარდათ, ამბობდნენ რომ ასე უფრო რომანტიული იყო და ყოველი შუქის წასვლა მათთვის მინი ზეიმი იყო, რადგან მთელი მარაგის ერთად დანთება შეეძლოთ. შეშის ღუმელს მამა-შვილი მიმსხდარიყვნენ და ნარდის თამაში გაეჩაღებინათ.
მამამ კედელზე დაკიდებულ შავ საათს გახედა, კარგად იცოდა რომ უკვე დიდი ხანია შვილების ძილის დრო იყო, მაგრამ ორი მიზეზის გამო არ უშვებდა ჯერ დასაძინებლად, დედას ზარს ელოდნენ იტალიიდან, დღეს ცოტა შეაგვიანდა დარეკვა და თან საღამოს შვილებთან დროის გატარება ყველაზე მეტად უყვარდა და ცოტათი იხანგრძლივებდა ამ სიამოვნებას. კამათლის ხმას უცებ ტელეფონის ზარის ხმა შეერია, იტალიაში სამუშაოდ წასული დედა რეკავდა.
ყოველი საღამოს რიტუალი იყო ზარი დედასთან, ოჯახის თითოეული წევრი თავის ამბავს უყვებოდა, რა ხდებოდა სკოლაში, სახლში, სამსახუში, მერე საქმისგან გათანგული დედაც მოუყვებოდა თავის იტალიურ ამბებს, უფრო მეტს იმაზე თუ როგორ განსხვავებულად ცხოვრობენ იტალიელები, როგორი ლამაზია ის პატარა ქალაქი, სადაც იგი ცხოვრობს და მუშაობს და ძალიან ნაკლებს უამბობდა იმ მძიმე შრომაზე რაც ყოველდღე უწევს.. ოჯახს ამ ამბებით ვერ დაამძიმებდა, ისედაც 15 წუთი ჰქონდა მათთან მშვიდად საუბრის საშუალება ყოველდღე.
ამ ღამითაც 15 წუთმა სასწრაფოდ გაირბინა, ტყუპებს უკვე ძილი ერეოდათ თან სკოლაში ხვალ მნიშვნელოვანი რეიტინგული წერა ჰქონდათ, თან სკოლაში ერთ-ერთმა ბავშვმა ნათესავის გამხელილი საიდუმლო ახალი ამბავი მოიტანა, ხვალ საქართველოს საჰაერო ბუშტით უნდა გადაუფრინონ და შეიძლება სკოლის შენობიდანაც გამოჩნდესო და უფროსკლასელები მობილურებით აპირებნენ საჰაერო ბუშტისთვის ვიდეოების გადაღებას ტიკ-ტოკისთვის.. თან ნატრობნენ რომ ცუდ ამინდს ხელი არ შეეშალა გადაფრენისთვის..
ღამის ორის ნახევრისკენ მთელმა სახლმა ჭრიალი დაიწყო.. ჭრიალის ხმას მალე საშინელი გრუხუნისმაგვარი ხმა შეერია, სახლი ნელ-ნელა შლამის ტალღით დაიფარა, ნანგრევებად იქცა და მდინარის კალაპოტს შეერია..
ტყუპები და მათი ძმა იმ დილით სკოლაში აღარ წასულან, მაგრამ მთელი სკოლა დილით მათ სახლთან იდგა, უფრო სწორად მათი სახლისგან დარჩენილი ნაფლეთებთან..უფროსკლასელთაგან საჰაერო ბუშტის გადაფრენა იმ დღეს აღარავის გახსენებია.. მანამ სანამ საჰაერო ბუშტის საბედისწერო გადაფრენაზე მთელმა საქართველომ არ შეიტყო..
7 თებერვლის გვიან საღამოს ნერგეეთის თავზე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ახალი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, დაკვირვებული თვალი აუცილებლად გამოარჩევდა ერთად მოკიაფე ოთხ ვარსკვლავს, რომლის დანახვისასაც რატომღაც ყველას რობაქიძეები მოაგონდათ, მამა, ვაჟი და ტყუპი გოგონები..
პს. ნათელი გარდაცვლილების სულებს & გამძლეობა მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში.. 🖤
შეუძლებელია ასეთ დროს გამოარჩიო რომელიმე ოჯახის ტრაგედია მაგრამ ყველას რობაქიძეების ოჯახზე, მათ ემიგრანტ დედაზე და ბოლო წუთებზე ეფიქრება..
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს ბაღდათს და ბაღდათელებს ამ უდიდეს და უმძიმეს შემზარავ ტრაგედიას სიტყვები აქ უძლურია მხოლოდ ქვად და კლდედ უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო…💘🙏❤️‍🔥✨️
((((((((((💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔😭💔ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრი ტყუპი დები ანი და ქეთი, 16 წლის დათო და მათი მამა გია რობაქიძე საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ცხედრები დილიდან ბაღდათის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ოჯახიდან დარჩა მხოლოდ დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა და სამშობლოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.
სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ორი დაღუპული დედა-შვილი გუშინ დაკრძალეს“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge