ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი კოტე მოზაიძეა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:
“ამ დროს თავში ათასი აზრი გიტრიალებს, იხსენებ ძველი, განვლილი დროის ამბებს, მომენტებს და ხარ ფიქრებში, უსასრულო ფიქრებში…..
ზოგადად ადამიანის გაცნობას და მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის ჩამოყალიბებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, კოტესთან ეს ყველაფერი სხვანაირად იყო, ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო, მასთან დაახლოვებისთვის,ახლოს გაცნობისთვის, ჩვენ შემთხვევაშიც ესე იყო, მიუხედავად რამდენიმე წლიანი ურთიერთობისა ახლო მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან…….
ალალგულა და ღიმილის კაცი იყო ჩემი ძმობილი კოტე…….
ძალიან ძნელია ამ ყველაფერზე წარსულში ისაუბრო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ფაქტია, რეალობაა რომელსაც ვერსად ვერ გაექცევი…..
სულითამც სცხონდები, კოტე, ძმობილო…
ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს გამძლეობა……”
“ლიდან დამზაფრა ამ ამბავმა 😢 ვიზიარებ დამი, საწყენია ასეთი კარგი ბიჭის უდროოდ გარდაცვალება”