მედუზა გორგონას გავს, თან ხელებდაბმულს – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.
“მედუზა გორგონას გავს, თან ხელებდაბმულს (ძველად ე.წ. საგიჟეში რომ გრძელსახელოებიანი პერანგებით ბოჭავდნენ პაციენტებს)
მოკლედ, ეს ქანდაკება მე არ მომწონს. როგორი cool კონცეპტის მატარებელიც არ უნდა იყოს (დიდად ვერც ეგ გავიგე), ესთეტიურად არანაირად არ მომწონს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ სრულიად არაჰარმონიულია გარემოსთან მიმართებით: ზომაშიც და ფერშიც ნეგატიურად კონტრასტული, გარშემო სივრცის მიერ “შეჭმული” თუ პირიქით, სივრცეში უშნოდ გაჩხერილი”