რუსთავში, სტამბულის ბაზრობაზე, სროლა იყო. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა 1 კი დაიჭრა.
„ტვ პირველის“ წყაროს ცნობით, მამაკაცს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და, შურისძიების მიზნით, თავს დაესხა მას.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულებს შორის არის ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.
„კაიფში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. ნისიად მომეციო, უთხრა, რაზე უარი მიიღო, ამან ამოიღო და გაისროლა. სამი ადამიანი, ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა, ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვნა. ისიც დაიღუპა“, – ამბობს წყარო.
შსს-ის ცნობით, თავმდამსხმელი დაკავებულია.