არ ამოიღოთ არაფერზე ხმა და უარესის ღირსი იქნებით – ამის შესახებ აქტივისტი ნატა ფერაძე წერს.
“ცოტახანი დმი (დროებითი მოთავსების იზოლატორი) შთაბეჭდილებებით მოგიწევთ ჩემი აქ ატანა, ჰეშტეგით #შიზვარა
ერთადერთი დილის 9 საათზე ვიცოდი, რომ დილაა, მერე არანაირი შანსი არ იყო მივმხვდარიყავი რა დროა. საკანში დღის შუქი არ შემოდის საერთოდ, და დღის შუქის ნათებიანი ნათურა 24 საათი ანთია, როცა ძაან მომინდებოდა, შემეძლო გამეძახა და ცოტა დაუწევდნენ, მაგრამ მაინც გაკაშკაშებული იყო კამერა. ამაზე მეტად დაწევა არ შეიძლება. არც პლედის ფარდად აფარება შეიძლება 2 სართულინ საწოლზე – იმწამს ცალკე კამერიდან და ცალკე კარში ამოჭრილი მართკუთხედი საჭვრიტინოდან ნონსტოპ მომზირალმა თვალმა შემომძახა, უმალ მომეხსნა “ფარდა”.
ვერც ხმებით გაარჩევ დიდად. მერე დავამუღამე, ღამე უფრო ქალების დაკავების ხმები იყო ხოლმე, დღისით კაცების. ამიტომ იძინებ/იღვიძებ უკვე არარსებული ბიოლოგიური საათით.
ხოდა დილის 9 საათზე ხდება “ცვლის გადაბარებაა”. უნდა გახვიდე კამერიდან, ხელები აწიო და 10 მდე ფორმიანის ნახევარრკალში დადგე, 1 ქალი მეტალის დეტექტორს შემოგატარებს. ამასობაში 2 რეზინისხელთათმანიანი ქალი შედის საკანში (ყოოვეელ დილააას) და ყვეეელაფერს ჩხრეკს. თან ისე, მსუბუქად კი არა – აი ყველა ნივთს ჭმუჭნის და ფშვნეტს, შიგ რამე ხო არ ჩავმალე ამ 24 საათში. ქაღალდის ცხვირსახოცებსაც კი, ყველას ამოალაგებენ და თავიდან დებენ უკან.
ხოდა ამხელა შესავალი რატომ გავაკეთე, რისი თქმა მინდოდა – ასეთ “ცვლის გადაბარებაზე” მანამ ვიდექი და ველოდებოდი ხოლმე, ჩემ წინდებში მანამ ლუმინალის მარაგს ეძებენ ფორმიანი პატარა გოგოები, მე ტრენინგს ვუტარებდი დანარჩენებს. საინტერესო დისკუსიები იკვანძებოდა ხოლმე და ბოლოს იმით დასრულდა – იცი რაო, სულ პატიმრის უფლებებზე რო გვეკაჩავებიო, სინდისიც კაი საქონელიაო! რო გახვალ, ჩვენც შეგვაწიე ხმა, 24 საათიანი გრაფიკი არ გვინდა, გვიჭირსო! 12 საათიანზე გადაგვიყვანონო!!!
ანუ ხოოო, არ ამოიღოთ არაფერზე ხმა და უარესის ღირსი იქნებით, ბლიაძ. 48 საათიანზე გადაგიყვანენ, მაინც დაემორჩილებით და სხვას გაუტრაკებ, საკუთარ უფლებებს რატომ იცავ და ჩემსას არაო”