Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბიძაჩემი რომ არ გაელახათ, სკოლაში მე ამას ვერასდროს ვერ მივხდებოდი” – რა ისტორიას ჰყვება ვიკა ბუკია

February 7, 2024
„საკრებულოში დადეს იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასრულონ თბილისი“ – ვისზე წერს ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებს.

„90იან წლებში ჩემს ეზოში ბიძაჩემს დახვდნენ. მაშინ ჩვენს სახლში ცხოვრობდა. ოთხნი იყვნენ, სცემეს და რამდენიმე ლარი წაართვეს. ჩემი ბავშვობის ტრავმად გამყვება ეს კადრი: კარი გავაღე, იდგა სრულიად დაბნეული, 10
ლარის გამო სასტიკად ნაცემი ჩემთვის საყვარელი ადამიანი და მიყურებდა გაყინული თვალებით. მეორე დღეს ის ადგილიც ვნახე. კვერცხი მოქონდა თურმე სახლში. ტროტუარზე დადღლეზილმა კვერცხის დამსხვრეულმა ლატოკებმა მონიშნეს სამუდამოდ ეს ადგილი ჩემთვის როგორც “საშიში”. ახლაც, ამსიოდენა გავხდი, იქით გავლახავ ვინმეს და მაინც, ამ “მშვიდობის ქალაქში” იმ ადგილთან რომ ჩავივლი – უსიამოვნო განცდა მიპყრობს.
აი, ეს ამბავი რას მოვაყოლე:) ბიძაჩემის გალახვა კი ჩამრჩა ცუდ მოგონებად, სამაგიეროდ მერე დაიწყო ტკბილი ამბები ჩემთვის. ძალიან კი მეუხერხულება იმის აღიარება (ცოცხალი რომ იყოს ბევრს გაიცინებდა) ბიძაჩემის რეაბილიტაციის პროცესი რომ იქცა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიან მოგონებად, მაგრამ ასეა. ეს დიდი აღმოჩენების რამდენიმე კვირა იყო.
როცა გაიგო, რომ მათემატიკა მძულდა (თავის მასწავლებლიანა) შემომთავაზა სკოლის მერე ჩემს ოთახში შემოდი და ვიმეცადინოთო. არ იყო ყველაზე საუკეთესო შემოთავაზება. სკოლაში ხომ “მიყვარდა” მათემატიკა და ახლა კიდევ სახლში შემომეტენა. მაგრამ ამ სახეშესიებულ კაცს, რომელიც ძალიან მიყვარდა უარი ვერ ვუთხარი.
სკოლიდან მოვიდოდი, შევჭამდი და მათემატიკის წიგნით და რვეულით მივუცუცქდებოდი. ასე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ჩემთვის აქამდე არათუ უცნობ არამედ სრულიად საძულველ რიცხვების სამყაროში. ნელ-ნელა ყველაფერი გასაგები და ლოგიკური ხდებოდა. სულ უფრო კარგად აღვიქვამდი იმას, რის აზრზეც არ ვიყავი აქამდე. როგორც მისი დასიებული სახე იღებდა ნელ-ნელა ჩემთვის ნაცნობ ფორმებს, ისე მათემატიკაც ხდებოდა ჩემთვის უკვე “ნაცნობი”. ვერაფერს ვერ შევადარებ ამ განცდას და სიხარულს, როცა რაღაცას გებულობ, გამოგდის, ლოგიკას იჭერ და შეძენილ ცოდნას იყენებ. მასაც უხაროდა და მეც. ერთი სული მქონდა სკოლიდან მოვსულიყავი, მეჭამა და ისევ მის ოთახში გავქცეულიყავი.
მე არ ვარ განათლების ექსპერტი, მაგრამ ის ბავშვი ვარ, ვისაც ჩაუნერგეს, რომ ქართულში კი ძლიერია, აი, ქიმია-ფიზიკაში კი სუსტი. სუსტს რომ გეძახიან ვერაა მთლად კაი მოტივაცია.
ცხადია, ადამიანის ტვინი ვერ ისწავლის ერთნაირად ქიმიასა და ქართულს, თუმცა კარგი სასკოლო სისტემები ახერხებენ ჰუმანიტარმა ბავშვებმაც ვისწავლოთ იმგვარად, იმ დოზით და ისეთნაირად – ბედნიერების შეგრძნებაც არ დავკარგოთ და ცოდნაც არ გავუშვათ ხელიდან. ბიძაჩემი რომ არ გაელახათ, სკოლაში მე ამას ვერასროს ვერ მივხდებოდი“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 დაპირისპირება პარლამენტის წინ – რა ხდება ადგილზე?
  • „ერთი დიდი ოჯახია საქართველო…“ – რას ამბობს მამუკა მდინარაძე?
  • „გული მტკივა, როდესაც ძალადობრივ კადრებს ვხედავ… მამაჩემს ყველაზე მეტად სტკივა გული…“ – რას ამბობს ცოტნე ივანიშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge