„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ამავე ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ ბოდიშის წერილს გამოეხმაურა.
„ამ გადაცემის სტუმარი მე ვიყავი და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ჩათვალა, რომ მათი ღირსება შეილახა. მაგრამების და თუების გარეშე“, – წერს გვარამია.