კირჩხიბი
წლის დასაწყისი თქვენთვის, რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერ და სასიამოვნო დღეებს შემოიტანს და ყოველდღიურობას გაგიმრავალფეროვნებთ. შედეგად, უფრო მოტივირებული გახდებით და შეძლებთ, განახორციელოთ ყველა ის მიზანი და გეგმა, რომლებიც უენერგიობისა და უმოტივაციობის გამო გვერდზე გადადეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, წინ კარიერული წინსვლა, თქვენი შრომის დაფასება და აღიარებაცაა. ამიტომაც, გამოიყენეთ ეს პერიოდი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ.
ქალწული
წლის დასაწყისში ვარსკვლავები გიბიძგებთ, რომ იმაზე ბევრად გაბედული, შემოქმედებითი და აქტიური იყოთ, ვიდრე წინა პერიოდები. დრო მოვიდა, წარსულის ნეგატიური გამოცდილებების, უარყოფითი ფიქრებისა და შედეგებისაგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და თქვენი შესაძლებლობები და პოტენციალი სრულად გამოავლინოთ. ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა! შედეგად კი, აღიარებასა და დიდ წარმატებას მიიღებთ. გარდა ამისა, წლის დასაწყისში თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ქმედებების მოსალოდნელი შედეგები ზუსტად განსაზღვროთ და აირჩიოთ ის შეთავაზებები, რაც თქვენთვის მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება.
მერწყული
მერწყულებს წლის დასაწყისში მეგობრებთან ერთად ბევრი მოვლენით დატვირთული სოციალური ცხოვრება ელით. ეს კი განტვირთვისა და ძალების აღდგენის შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდება და დიდ მოტივაციასაც იგრძნობთ. პლანეტა ვენერა იანვრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებულ პერიოდს გპირდებათ. ახლა შეგიძლიათ, ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განავითაროთ, პირველი ნაბიჯები გადადგათ, სიყვარულში გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანს… როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადიხართ და საკუთარი თავის განსხვავებული კუთხით აღმოჩენას იწყებთ. თქვენს შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნდებით, იგრძნობთ თავდაჯერებულობას და შეძლებთ იმ საქმეების წამოწყებას, რომელთა განხორციელებასაც ადრე ვერ ბედავდით.