facebook-გვერდმა – „მხსნელი გადამრჩენელი მამა ნიკოლოზი“ – სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
„მამა ნიკოლოზმა ერთხელ მითხრა,-“…ბერი მოკვდება და ტყუილს არ იტყვის! რატომ -მეთქი?- ვკითხე. ერთი ტყუილისთვის მას ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს! მან იცის ჯოჯოხეთი რაა, და მოკვდება და ტყუილს არ იტყვის!!”-ო.
/ზეინაბ ხინთიბიძე/
,,პატარაობიდან დამაყენეს სიწმინდის გზაზე!! პატარაობიდან დამაყენეს უცოდველობის გზაზე!!
მე რომ ტყუილი ვთქვა მოვკვდები, ასე მგონია. რაღაც კვდება ჩემში!! ასე ვარ პატარაობიდან!!!
“სიცრუე ყველაზე დიდი ცოდვაა!!!”
“რადგან თავია სიცრუე, ყოვლისა უბედობისა…“
/ვეფხისტყაოსანი/
უმაღლესი , უდიდესი წმინდანი მამა ნიკოლოზი“, – აღნიშნულია პოსტში.