„ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ.
ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
დიდება გმირებს!“, – აღნიშნულია პოსტში.