Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხაჭაპურის მომზადება ძვირდება

February 2, 2024
იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა – „მოსალოდნელია, რომ ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“

„აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, 2024 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა და ქალაქების მიხედვით 6.40 (ბათუმი) და 7.11 (თბილისი) ლარს შორის მერყეობს, საშუალო ღირებულებამ კი 6.62 ლარი შეადგინა.

„იანვრის ინდექსი 2%-ით აღემატება 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში კი, 2023 წლის იანვართან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსის ღირებულება 4.6%-ით არის შემცირებული.

ანალიზი აჩვენებს, რომ წლიურად ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიანტის ფასი გაიზარდა: საფუარი (+13.6%), რძე (+11.6%), კარაქი (+10.4%), კვერცხი (+3.7%). გამონაკლისს წარმოადგენს ყველი (-9.5%) და ფქვილი (-5.1%), რომელთა ფასები წლიურ ჭრილში შემცირდა.

წლის ამ პერიოდში ფასები ტრადიციულად იზრდება, რადგან ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება, რის გამოც რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა და სხვა რძის პროდუქტების იმპორტი იზრდება. ამ ტენდენციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თვიურ ჭრილში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა, გარდა კარაქისა (-0.2%) და ფქვილისა (-0.8%).

გასულ წელთან შედარებით ყველის ფასების ვარდნა შეიძლება იმით აიხსნას, რომ წინა პერიოდში ყველის ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება რძის წარმოების ზრდა იყოს, რასაც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს (2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში რძის წარმოება 3%-ით გაიზარდა 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით).

რაც შეეხება წლიურ ჭრილში ფქვილის ფასების შემცირებას, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტის პიკიდან მოყოლებული ხორბლის მსოფლიო ფასების შემცირება განაპირობებს ფქვილის ფასების კლებას საქართველოშიც. ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ფასების ცვლილების ასახვას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენციის გაგრძელება გამოიწვევს უახლოესი თვეების განმავლობაში ფქვილის ფასების კლებას საქართველოშიც,“- აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
  • როდიდან გაიცემა ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა – ცვლილებები ბრძანებაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge