Monday, August 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღევანდელი ქართული სასკოლო სისტემა მხოლოდ აძულებს მოსწავლეებს ჰაგიოგრაფიას… უნდა გამოირიცხოს უაზრო საზეპიროები, ტექსტის დაზუთხვა” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

February 1, 2024
„ნესტან-დარეჯანი საკუთარმა მამიდამ გალანძღა, სულ როსკიპი და ბ*ზი ეძახა და რა უჭირს თუ გ. ბაქრაძეც გალანძღავს?!“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში, სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლების შესახებ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„კვირაზე მეტია დიდი პოლემიკა მიმდინარეობს ქართულ FB სივრცეში ჰაგიოგრაფიის სკოლაში სწავლების შესახებ და მეც მინდა მოკლედ გამოვთქვა ჩემი
აზრი, ჩემი გამოცდილების მიხედვით, როგორც ისტორიის მასწავლებლის 4 წლის სტაჟის მქონემ, ერთდროს თავად ქართული სკოლის მოსწავლემ და ახლა კი ინგლისის სკოლის მოსწავლის მშობელმა:
1. ყველაფერი ამაოა, თუ სკოლის პროგრამული საკითხები ჯოჯოხეთი იქნება ბავშვებისთვის. დღევანდელი ქართული სასკოლო სისტემა მხოლოდ აძულებს მოსწავლეების სრულ უმრავლესობას ჰაგიოგრაფიას. ეს კატასტროფაა. ამდენად გადასახედია არა ჰაგიოგრაფიის სწავლების, ან არ ასწავლების საკითხი, არამედ სწავლების მეთოდიკა. უნდა გამოირიცხოს უაზრო საზეპიროები, ტექსტის დაზუთხვა, უფრო მეტად აქცენტირდეს აზროვნება და მსჯელობა, კონტექსტის გაგება;
2. ქართული სკოლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბავშვი ნახევარი დღე სკოლაშია, მეორე ნახევარი დღისა კი ისევ სწავლას უნდა მოანდომოს სახლში, ან რეპეტიტორებთან. ეს სამარცხვინოა. ინგლისში ისეა მოწყობილი სასწავლო სისტემა, რომ ბავშვები სკოლაშივე სწავლობენ. სახლში მინიმალური დავალება ეძლევათ შაბათ-კვირისთვის, ესაა და ეს. მთელი სასკოლო წიგნადი და საწერი მასალა სკოლაში აქვთ და სახლში არ დაატარებენ. შაბათ-კვირის საშინაო დავალება კი ლეპტოპით, ან სმარტოფინით კეთდება ონლაინ. აქცენტირებულია მსჯელობა, ლოგიკა. ზუთხვას და საზეპიროებს არავინ ითხოვს აქ.
3. აუცილებელია, რომ ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება დაბალი კლასიდან (ადრე მე-9 კლასი იყო, ახლა ? ) გადაიწიოს ზემოთ, მე-11 კლასისკენ, რათა მოსწავლე უფრო მეტად მომზადებული იყოს ასაკობრივად და გონებრივად, ვიდრე ახლა ხდება სწავლება: რთულიდან მარტივისკენ (მე-5 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე), მაშინ როდესაც საკითხი პირუკუ უნდა იყოს და ქრონოლოგიის პრინციპი ლიტერატურასთან მიმართებით არაფერ შუაშია, ეს ისტორია ხომ არაა, ესაა დიდი სიბეცე.
4. არავინ აღნიშნავს (მგონი არც იციან?) რომ სკოლაში წმ. შუშანიკის, წმ. აბოს, წმ. გრიგოლ ხანცთელის მარტვილობანი და ცხოვრება სრული სახით არ ისწავლება, არამედ მხოლოდ შემოკლებულ-ადაპტირებული ვერსიები (კომბინირებული ტექსტი, სადაც ძველ ქართული ორგინალიც არის ნაწილობრივ გამოყენებული). ეს სწორი მიდგომაა, ეს მასალის სირთულეს ანახევრებს.
5. არის თუ არა საჭირო 21-ე საუკუნის ადამიანისთვის ეს? ვფიქრობ წარმოდგენისთვის, ერუდიციისთვის, აზროვნებისთვის საჭიროა ჰაგიოგრაფიის სწავლაც სკოლაში გარკვეული დოზით. მით უფრო ეს მჭიდროდ დაკავშირებულია ისტორიის, კულტურის, ლოგიკის საკითხებთან. მთავარია ქართული სკოლა მოეშვას ზუთხვის, სტერეოტიპული კლიშეების და სწავლის ტვირთვის ბავშვისთვის სახლში აკიდების საბჭოურ მეთოდს: სწავლება და სწავლა ორივე უნდა ხდებოდეს სკოლის კედლებში!“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მეუღლეს ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და ადგილიდან მიიმალა” – შსს-მ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 38 წლის კაცი დააკავა
  • ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
  • “მხოლოდ ამ ორი საქმიდან ქვეყანა კარგავს დაახლოებით 540 მილიონ დოლარს…ამ მასშტაბის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება”- რას წერს რომან გოცირიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge