ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს ყველა კარგად ვიცნობთ, მისი სიუჟეტები, ხმის ტემბრი, გარეგნობა, დაწყობილი, საზრიანი საუბარი მაყურებელს გულგრილს არასდროს ტოვებდა. ჰოდა, დღეს სწორედ მის ამბებს გიამბობთ, რასაც მედიასთან საუბრისას თავად ჰვებოდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ნინოს სირთულეებით სავსე ცხოვრება ჰქონდა.
ინფარქტის გადატანა
გასულ წელს, ჟურნალისტმა ინფარქტი გადაიტანა. მისი და, სოფო შუბლაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ნინო მეორედ დაიბადა.
„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი… ჰოდა, ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“,- წერდა სოფო შუბლაძე.
დაპირისპირება ნანუკა ჟორჟორიალთან
2019 წელს, ნინო შუბლაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „რუსთავი2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამ განცხადებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:
„ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა.
წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა, რომ მათ პიარს აკეთებ და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი, რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან.
ივიწყებ ყველას, ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს, რომელსაც სუს-ი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ, რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს.
სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა.
სახის დაკარგვაა, მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.
სახის დაკარგვაა, 7 წელი ჯერ „ნაცების“ პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.
სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.
სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.
და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს, რომ მზად ხარ, მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.
ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს”,- წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
ტრაგედია
მომაკვდინებელი ვირუსი ორივემ გადაიტანა, თუმცა სოფოს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა.
როგორც ნინო ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, კოვიდის პერიოდში რთული დღეები გამოიარეს.
„სულ მინდოდა დამეწერა რამე – მაგრამ ისეთი რთული დღეები გვქონდა, რომ რა დამეწერა ისიც არ ვიცოდი. ახლა ვიცი, რომ კარგად იქნება ყველაფერი და ჩემი სოფო ყველაზე მაგარი და ყველაზე ყოჩაღი ადამიანია!
ახლა უკვე თამამად შემიძლია დავწერო, რომ ზღვარზე გავიარეთ და გადავრჩით!
2020-ის და 2021-ის 27 იანვარი ჩემი და სოფოს კარგად ყოფნის დასაწყისად იქცა, დიახ, კარგის დასაწყისად და სულ არ მადარდებს, რომ ორი დაბადების დღის გატარება ზედიზედ საავადმყოფოში მომიწია.
სამაგიეროდ 27 იანვარს მეც და სოფოც კიდევ ერთხელ დავიბადეთ და ამჯერად მე ვარ უფროსი – ერთი წლით.
ოდესმე ვრცლად დავწერ, რა და როგორ გავიარეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრმა იცოდეს პოსტ კოვიდის გართულებების შესახებ და ზუსტად იცოდეს როგორ უნდა იმოქმედოს.
ოდესმე ძალიან ბევრს დავწერ ელენე ექიმზე – ჩვენ გადამრჩენელზე, კიდევ ბევრ კარგ და პროფესიონალ ექიმზე, დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის!
და მადლობა ღმერთს, რომ არ მიგვატოვა!
ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება“,- ამბობდა ნინო შუბლაძე.
25 თებერვალს ნინო შუბლაძის და, სოფო შუბლაძე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.
წყარო: “დაიჯესტი”