მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე სოციალურ ქსელშია ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, – ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია.
ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება; დღემდე აქტუალურია აზრი,რომ თითქოს,კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად. ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე. დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი,თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით“, – წერს ის.