facebook-გვერდი ნარიმანი მეფე სოციალურ ქსელში მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის, იგივე მეფე ნარიმანის, წერილს ავრცელებს.
„❤,,ვინ ვარ მე? მე ვარ განღმრთობილი ადამიანი, ხომ? მე ხომ ადამიანიცა ვარ და ღმერთიც. ღმერთი ჩემში არის…”
,, მე ვარ მარად უძრავი, რომლის გარშემოც ყველაფერი მოძრაობს. მე ვარ!!!”
წმინდანი ღმერთი ნარიმანი!!=მამა ნიკოლოზი!!💛
✨,,ღვთის მადლით დღესაც არსებობენ განღმრთობილი (მადლით ღმერთქმნილი) ბერები. ამ მადლიან მოღვაწეებს უნდა უმადლოდეს თავის არსებობას დედამიწა. ისინი ანათლებენ ცოდვის წიაღში ჩაძირულ თანამედროვე მსოფლიოს.”
მიტორპოლიტი იეროთეოსის (ვლახოსი) წიგნიდან: ,,ერთი ღამე წმინდა მთის უდაბნოში.”
☀️,,განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცოცხლობს მოყვასო, არამედ მხოლოდ კაცთა სარგებლობისთვის არის დედამიწაზე. დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დაწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილს ყოფას და შური შეჭამთ. შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის.”
მორიგე ღმერთი მამა გაბრიელი“, – აღნიშნულია პოსტში.