აქტივისტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ნეტავ სულ ,არ გათენებულიყო ,
თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?!!💔
ანგელოზებს ჩვენი უკეთილშობილესი ელენე შეუერთდა ,ესე მოკრძალებით….
მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…
მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო💔💔😭😭😭
ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ🥲🥲🥲🥲🥲🥲 🥲🥲🥲🥲ღმერთო სად ხარ??!!!! სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…. ელენეს სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ… ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…“, – წერს ის.