თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სახლში ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლი ბოლო წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. მეხანძრეები ცეცხლთან გამკლავებას შესაბამისი ეკიპირებით ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად კი მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება.
