დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„იმდენად ურცხვია ზენონ იარაჯული, რომ ბელგიაში საეკლესიო ვიზიტი მოიწყო ბელგიის მიტროპოლიტ ათენაგორასთან და ეპისკოპოს დოსითეოზთან და თან თავისი ქორფა (ერთერთი) საყვარელი წაათრია და მასთან ერთად პოზირებს ფოტოებში წირვა-ლოცვის შუალედებში. დუდა არ დაგეკარგოს, “წმინდაო მეუფეო”😆🤣😤
უნდა იცოდეთ, რომ ეკლესიაში უძლიერესი გეიკრატია დაამყარა შიოლაშვილმა და ზოგადად ყველა ეკლესიას მოედო ეს საშინელება მე-20 საუკუნიდან დღემდე. ამ ბოროტებისთვის კარგი მიზეზი და ნიადაგია იერარქიისთვის უცოლობის (ცელიბატის) და მონაზვნობის დაკანონება მე-7 საუკუნიდან მოყოლებული, რაც ეწინააღმდეგებს სამოციქულო წესს და კანონს.
მე არ ვარ ჰომოფობი, მაგრამ გეიკრატიული ეკლესია (ქართულიც, რუსულიც, ბერძნულიც, კათოლიკურიც და ა.შ.) დღეს ჰომოფობიის მთავარი წყაროა ქრისტიანულ და პოსტქრისტიანულ მსოფლიოში და ეს პრობლემა უნდა გააცნობიეროს ყველამ კარგად, პირველ რიგში სეკულარულმა გეებმა, რომლებიც მთავარი დარტყმის (დევნის) ქვეშ არიან მოქცეულნი ღმერთის და რელიგიის სახელით.
ტრაგიკომიკულია, რომ გეიკრატიული ეკლესიის მოთაყვანე ალტყლინფო+ინაშვილი და ძმანი მათნი ჰომოფობიის და ანტივესტერნის (რაშიზმის) მთავარი ძალაა საქართველოში, ხოლო მათი გრეიპატრიარქი შიოლაშვილი თავისი გახრწნილი ხროვით მათი მთავარი კერპია“, – წერს ის.