პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ამ თვეში კიდევ ერთი წყვილი გაბედნიერდა🤣🙈🐈⬛❤️🐈⬛
მოკლედ, სამი ღამე იგულავა, სერენადები იკნავლა და
დღეს მომიყვანა ეს შავი,
პუნტურა, ულვაშ ცმაცუნა გოგო გასაცნობად.ნიშნად იმისა,რომ “ჩემი სახლი-შენი სახლია”, ეზოს “კალოში” გამოაპორწიალა და შესასვლელთან დაუდო.
არ ჭამს სანამ ქალბატონი არ გეახლებათ მისი ჯამიდან, სულ რაღაცას უჟღურტულებს ყურთან, მოჟოშკილ წვნიან ფილესაც უყოფს…
ახლად დაქორწინებული ქალბატონი კი ისე გრაციოზულად ეპრანჭება და ელამუნება, ჩვენს ბიჭს,
ნებისმიერი ქალი შეედაროს…
მოკლედ,
ჩვენთან იდილიაა და სავარაუდოდ სამ თვეში ნაცრისფერ-შავი ფუმფულა მატება გველის.
ნეტა თეფშს არ გამატეხინებდნენ და ბეჭედს არ მაყიდინებდნენ,
თორემ სახლი-კარი კი აქვთ კუდებ ქვეშ ამოდებული 🤣💎🐈⬛❤️🙈
P.S. აი რითი ვარ დაკავებული
ორშაბათს,
გადაცემის წინ🤣🙈
🐈⬛ტუტი და 🐈⬛ფრუტი=
Just married💍“, – წერს ის.