საბერძნეთი ევროკავშირს კოვიდ 19-ის ვაქცინის “პასპორტების” მიღებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ჰარი თეოჰარისმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვა ევროკავშირისთვის უახლოესი პრიორიტეტი უნდა იყოს იმისთვის, რომ ტურიზმი გაიხსნას.
„ტურიზმისა და ეკონომიკის გახსნის მოსამზადებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლად უნდა მიიღოს ვაქცინაციის სერტიფიკატი. ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა იცოდეს, შეძლებენ თუ არა ზაფხულში შვებულებაში წასვლას”, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ციფრული სერტიფიკატების გაცემა საბერძნეთის ვაქცინირებულ მოქალაქეებზე უკვე ხორციელდება, თუმცა საბერძნეთში შემსვლელთათვის მისი ფლობა სავალდებულო არ არის. „ჩვენი მიზანია, საბერძნეთში შესვლისას ხელახალი ტესტირებისგან გავათავისუფლოთ ისინი, ვისაც იმუნიტეტი უკვე აქვს“ , -განაცხადა ჰარი თეოჰარისმა.