მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„არ არის სწორი, მთავარია მორწმუნე იყო და წიგნიერება რა საჭიროაო….
მართლმადიდებლობა ყველაზე მწიგნობრული რელიგიაა და ამას მოწმონს ჯერ კიდევ ეკლესია-მონასტრებთან არსებული აკადემიები, სადაც მეცნიერების ყველა დარგი ისწავლებოდა…
სწორედ იმ ე.წ. მორწმუნეებმა და ვითომ რელიგიურებმა, მაგრამ უწიგნურებმა და ბნელებმა მოუღეს ბოლო ყოველგვარ პროგრესს და განვითარებას.
თავად არაფერი იციან და საკუთარ უცოდინრობას სხვას ახვევენ თავს…
ასეა, გაუნათლებელი, უინტელექტო მასების მართვა ბევრად ადვილია…
წიგნი ადამიანს აძლევს მეტ თავისუფლებას და ეხმარება, როგორც საკუთარი თავის შეცნობაში, ისე ღვთის ძიების პროცესში…
აბა მხოლოდ სანთლების ანთებით, შეიძლება შანდალი გავანათოთ, მაგრამ გონების განათება შეუძლებელია!..“, – წერს ის.