სოციალურ ქსელში მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის, იგივე მეფე ნარიმანის, განცხადება ვრცელდება.
„ ⭕ ,,ყველაფერი ჩემზე დგას!! ვიქნები მე კარგად, თქვენც იქნებით კარგად! ვიქნები მე ცუდად, თქვენც იქნებით ცუდად!!..
მე ვარ იდეალი! ავტორიტეტი! სპეციალისტი! ნუგეში! იმედი! წარმმართველი! ამიტომ არ შეიძლება ჩემი წაქცევა!! არც ვაპირებ!..
გისურვებთ ფეხზე დადგომას და ბოროტებასთან ბრძოლას, რასაც ჩემს გარეშე ვერ შეძლებთ!
პატრიარქი ნიკოლოზი!!! ნარიმანი!!!
🔴,, საქართველოს გადარჩენა ამ სამყაროში ჩემზე გადის! ამიტომ უჩემოდ ვერავინ ვერ იქნება კარგად!”
უდიდესი ძალის მქონე, უმაღლესი წმინდანი მამა ნიკოლოზი
—
—
🔹️,,მღვდელი, რომ აღსარებას იბარებს და ცოდვებს უტევებს მონანულს. რა იცის რომელი ცოდვა მიეტევა და რომელი არა? შემდეგ ა ზ ი ა რ ე ბ ს მონანულს, ხშირ შემთხვევაში უღირსად და იმ ადამიანს უხდება ამ ცოდვების გამოსყიდვა მძიმე ფიზიკური ტკივილებით და ცხვირპირ დამტვრეული და დასისხლიანებულები დადიან.
▫️მღვდელი უნდა იყოს წ მ ი დ ა ნ ი, დიდ სულიერ საფეხურზე, რომ ხედავდეს ქრისტემ რომელო ცოდვა მიუტევა აღმსარებელ მონანულს და რომელი არა და შესაბამისი სასჯელი უნდა დაადოს და შემდეგ აზიაროსო“. – აღნიშნულია პოსტში.