ბოდბის მონასტრის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს – ადგილობრივების ინფორმაციით, ის მონასტრის ავტოსადგომზე მუშაობდა და წარმოშობით სოფელ ნუკრიდან არის.
წინასწარი ინფორმაციით, კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა.
წყარო – “მთავარი არხი”
