სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
ვინ არის რამაზ თათარაშვილი?
ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს და ყოფილ სპეცრაზმელს აქტივისტები დევნაში ადანაშულებდნენ.
აქციების დროს გადაღებულ კადრებში ჩანე, როგორ აკავებს თათარაშვილი მომიტინგეებს.
