აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“ქვეყანას არ ყავს რეანიმაციული თვითმფრინავი: ✈️ საჯარო წერილი ხელისუფლებას: ვიცი, რომ ამ წერილის დაწერას აზრი არ აქვს, რადგან ნაკლებად მგონია, რომ თქვენს შორის გამოიძებნოს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამაღლდება ადამიანურ ამპარტავნებასა და ეგოიზმზე – ვიცი თქვენს შორის არც ერთი არ ჩათვლით ამ წერილს სერიოზულად, მაგრამ მე ვალდებული ვარ, წინასწარ მოგწეროთ და ზუსტად ვიცი, რომ თქვენში ერთი მაინც წაიკითხავთ ამ მიმართვას, რადგან ხალხი თავად გახდის ამ პოსტს იმდენად რეზონანსულს, რომ თქვენამდე მოაღწევს. (სათაური ინტერნეტ გამოცემებისთვის: “ქვეყანას არ ყავს რეანიმაციული აღჭურვილობის თვითმფრინავი ✈️”).
ხელისუფლების წარმომადგენლებს მოგმართავთ და ეს ერთგვარ გაფრთხილებად მიიღეთ: დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა რეანიმაციული მცირე თვითმფრინავის შესაძენად, რომელიც დაახლოებით 2-3 მილიონ დოლარამდე ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებ კანცელარიასთან უწყვეტ აქციას, სადაც ყველა იმ ადამიანს გამოვიყვან, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 1-2 ლარობით გვედგა გვერდით ასეთივე თვითმფრინავის სხვა ქვეყნიდან ჩამოსაყვანად. თუ გგონიათ, რომ ხალხს ვერ გამოვიყვან და ამიტომ დააიგნორებთ ამ მოთხოვნას, გპირდებით, არ ყოფილა ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც პესიმისტურად დამცინოდა და პირში ჩალა გამოვლებული არ დარჩა ბოლოს. საბოლოოდ მაინც გაიძულებთ ამ თვითმფრინავის შეძენას, უბრალოდ ეს ისეთი ფორმით მოხდება, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე შერცხვებით. ამიტომ მშვიდად და წყნარად გაფრთხილებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოთ მუშაობა სპეციალური აღჭურვილობის მქონე რეანიმაციული თვითმფრინავის შეძენაზე. ✈️ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: ნუ გამოცდით დაიგნორების შედეგებს, არ გაწყობთ ეს.
ვიაზრებ და გათვალისწინებული მაქვს ისიც, რა შედეგი მოყვება ჩვენს გააქტიურებას შალვა რამიშვილის და სხვა ციცქნა პროპაგანდისტების მხრიდან – რამდენ სიტყვას დახარჯავენ ამ
პროცესში. მიუხედავად ყველაფრისა, ამ თვითმფინავის ყიდვა მაინც მოგიწევთ! მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის და გპირდებით, ხალხის დიდი რაოდენობა არ დაგაკლდებათ კანცელარიასთან. ამ ქვეყანაში ადამიანები იღუპებიან თქვენი აგდებული და გაუაზრებელი ქცევების გამო – საზოგადოება დავარეგულირებთ ამას.
*** დაპლიუსდით კომენტარებში, ვინ იდგებით ბოლომდე *** გააზიარეთ პოსტი”
