ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ გამნაღმველები მუშაობდნენ.
შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო თურქეთის ავიახაზების ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო.
ამ დროისთვის გამნაღმველებმა აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
