არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წმინდა მატრონას ხატის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
არქიმანდრიტისნ ცნობით, წმინდა მატყრონას ხატი სამების ტაძრის სხვა სივრცეში არის გადაბრძანებული, რათა მასზე ცვლილებების შეტანა მოხდეს.
მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას სხვა ხატი განთავსდა.
„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ“, – წერს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, იანვრის დასაწყისში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამებაში განთავსებული იყო წმ. მატრონას ხატი, რომელზეც საბჭოთა ბელადი, იოსებ სტალინიც, იყო გამოსახული.
აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამის შემდეგ,. 9 იანვარს ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ხოლო,11იანვარს საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.