სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა მატრონას ხატი გაიტანეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ხატის შემწირველი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ხატს სამებიდან არ გაიტანენ და მას მხოლოდ ფლიგელს შეუცვლიან.
“არ მაქვს ინფორმაცია, ახლა თქვენგან ვიგებ ამას. მე რაც ვიცი, გადატანილი იქნება სამებაში უბრალოდ რომელიმე სხვა ფლიგელში. როგორც მე ვიცი, სამებიდან ხატი არ გავა.
არ ვარ ამ პროცესში [ხატის გადაწერაში] ჩართული. მივანდეთ ეს პროცესი საპატრიარქოს. რამდენადაც ვიცი, საპატრიარქო ხატმწერს დაუკავშირდა, შეთანხმდებიან როგორ მოხდეს ამ პროცესის განხორციელება”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.