მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, წმინდა მატრონას ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების დატანა უმეცრების ბრალია.
“სტალინის მოხვედრა ხატზე, ესეც უმეცრების ბრალი იყო, უმეცრება იმისი, ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა იმათი, ხატმწერმა, რომელმაც დაწერა ეს ხატი, რის მიხედვით გააკეტა ეს სცენა? იმიტომ, რომ მე მინახავს ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში და არ მიმიქცევია ყურადღება და გავარკვიე, ორი მნიშვნელოვანი ამბავია, ერთი ის, რომ სტალინი არ ყოფილა საერთოდ მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრების შედეგია და ამის დაკავშირება რუსეთთან არ არის სწორი და რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და იმათმა იციან და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია.
მიიტანეს ხატი, შეწირეს, თუ გინახავთ ხატი, დიდი ზომის ხატია და გარშემო არის ცხოვრებისეული სცენები წმინდა მატრონასი, რომელმაც ვირაც არ დააკვირდა და მამა იოვანემ ბოდიში მოიხადა, რომ არ შეათანხმა და დაკიდა ეს ხატი. ხდება ასეთი რაღაც, მოხდა გაურკვევლობა,“ – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, 9 იანვარს ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ხოლო,11იანვარს საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.