ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში, საზოგადოებისთვის უცნობი, მისი ახალგაზრდობის ფოტოს ისტორია გაიხსენა.
ასტროლოგი ჰყვება, თუ რა წინაღობებს აწყდებოდა იმდროინდელ თბილისში.
„ამ ფოტოზე, სადღაც მეორე კურსზე ვარ, მაშინ ჰიპი სტილი იყო ახალი შემოსული და პირველი ანსამბლი შევქმენით, მოდაში იყო გრძელი თმა და ბაკები. ადვილი არ იყო თბილისში ასე სიარული. მეუბნებოდნენ რას ჰგავხარ, წადი გაიპარსე, იყო დიდი კრიტიკა“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.