Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჯაიანის მოთხოვნა იყო გარდაცვლილის მიმართ, რომ ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო” – რა დეტალებზე საუბრობს გამოძიება?

September 21, 2024
რას გეგმავდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული? – პროკურორი ახალ დეტალებზე საუბრობს

პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე აყენებდა შეურაცხყოფას გარდაცვლილს, რაც, მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მაშინ, როდესაც ბრალდების მხარემ კვალიფიკაციად განსაზღვრა გენდერის ნიშანი და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ეს გამომდინარეობს ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან. გარდაცვლილის მეგობრების, მეზობლების მიერ არის მოწოდებული, ჩვენებებით არის დადასტურებული ის ინფორმაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობიდან გამომდინარე აყენებდა შეურაცხყოფას გარდაცვლილს [კესარია აბრამიძეს]. ეს მოხდა არა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის დროს, არამედ, მანამდეც, რაც ამ ეტაპზე, დადასტურებულია ჩვენებებით”, – თქვა პროკურორმა.

პროკურორის ცნობითვე, ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ კესარია აბრამიძე ტრანსგენდერი ქალი იყო, ამავდროულად, მისივე სიტყვებით, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობისა და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, “რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის, ისე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი”.

“მისი მოთხოვნა იყო გარდაცვლილის მიმართ, რომ ეს ინფორმაცია [ურთიერთობის შესახებ] არ გასაჯაროებულიყო”, – თქვა პროკურორმა.

მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ტაქსით გაემგზავრა. გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლის ჩვენებით დასტურდება, რომ ბექა ჯაიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

20 სექტემბერს კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულის პოზიციაა, სასამართლოსთვის მიენდო გადაწყვეტილება, საქმეში არსებული საფუძვლების მიხედვით.

მათივე თქმით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს დაინიშნა.

კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ ბინაში, 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge