გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50-60 წლის კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს.
მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა კაცი გარდაიცვალა.