საბერძნეთში მასობრივი ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდი, 41 წლის ირაკლი ხოხიაშვილი, იგივე ირაკლი “ქუთაისკია”, რომელიც ათენში და მის მიმდებარე ქალაქებში ძარცვის სქემას ხელმძღვანელობდა.
ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად დაკავებულები არიან მისი გარემოცვის წევრები. ყველა მათგანი საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ წავიდა და წარსულში სამართლებრივი პრობლემების გამო, მათ უმრავლესობას პერსონალური მონაცემები შეცვლილი აქვს.